საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2 3
2015 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
,,შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006წლის 31 ივლისის №428 განკარგულებ ისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ City M “-ის საქმიანობისხელშესაწყობადრიგღონისძიებათაგანხორციელებისშესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,დადგინდეს ,,შპს „ City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006წლის 31 ივლისის №428 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა ) ,,შპს „ City M“ -სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2015 წლის 31 დეკემბრამდე;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ City M“-ს შორის 2006 წლის 4 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე, არანაკლებ 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ City M “-ი გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ City M“ -ს შორის 2006 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ნაწილის გადახდისაგან (გარდა 100 000 (ასი ათასი) ლარისა), იმ პირობით, რომ შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისიწინებულ საპრივატიზებო პირობებს.
3. შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს „ City M“ -მა წარმოადგინოს 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი