სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რებასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-01-15
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018440
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რებასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1 1

2015 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რებასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

       1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის № 365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩა № 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 60127 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისმიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები: № 1 და № 2 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: № 02.07.01.440)პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „რებასს“ (ს/კ 405056549).

       2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების  საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

        ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

       ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

       გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით , არანაკლებ 1 444 136 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაოთხი ათას ას ოცდათექვსმეტი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

       გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

        გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;  

      დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 500 (ხუთასი) ტონა ბაზალტპლასტიკური ნაკეთობის (სამშენებლო მასალა)  წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

    დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

      დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.

        3. შპს „რებასის“ მიერ წარდგენილი, განსახორცილებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

        4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია