|
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №21 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს “წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/07/2014, 010250000.35.155.016136).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 23.03.15 წ. |
|