„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1787
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-18
სარეგისტრაციო კოდი
340.130.000.05.001.001.926
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1 . „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებები 2006 წლის 1 იანვრამდე გავრცელდეს მხოლოდ პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში:

ა) არის მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადების ფაქტები;

ბ) გავრცელებულია ეპიდემიები ან ეპიზოოტიები.

2. საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს ეპიდემიების ან ეპიზოოტიების, აგრეთვე მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადებების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის გამოქვეყნება სისტემატურად, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად.

    მუხლი 14. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

    მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1787 –რს

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია