„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-16
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.149.016235
„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №3

2015 წლის 16 იანვარი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 63-ე მუხლისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №27 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 06/08/2014; 010260020.35.149.016194) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის, მე-4 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის, მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე

კრებსითი — სრული ვერსია