|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებით (სსმ III, 07.07.2009 წ., № 84, მუხ. 897) დამტკიცებული წესის დანართი №7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი № 7 პრობაციის ეროვნული სააგენტო 1. სააგენტოს უფროსი - იუსტიციის პოლკოვნიკი; 2. სააგენტოს უფროსის მოადგილე - იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი; 3. სამმართველოს უფროსი - იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი; 4. მრჩეველი - იუსტიციის მაიორი; 5. ბუღალტერი - იუსტიციის კაპიტანი; 6. უფროსი სპეციალისტი - იუსტიციის კაპიტანი; 7. სოციალური მუშაკი - იუსტიციის კაპიტანი; 8. ფსიქოლოგი - იუსტიციის კაპიტანი; 9. არქივარიუსი - იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი.
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები
1. ბიუროს უფროსი - იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი; 2. ბიუროს უფროსის მოადგილე - იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი; 3. ბიუროს ოფიცერი - იუსტიციის მაიორი; 4. სპეციალისტი - იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება 1. დაწესებულების უფროსი - იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი; 2. დაწესებულების უფროსის მოადგილე - იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი; 3. სამსახურის უფროსი - იუსტიციის მაიორი; 4. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი - იუსტიციის მაიორი; 5. სპეციალისტი - იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი; 6. საქმისწარმოების სპეციალისტი - იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|