„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სიის“ განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №198 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-01-16
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-16
სარეგისტრაციო კოდი
480420040.10.003.018388
„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სიის“ განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №198 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №4

2015 წლის 16 იანვარი

ქ.თბილისი

 

„საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სიის“ განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №198 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სიის“ განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №198 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2014, 480420040.10.003.017817) და დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია

1.    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).

2.    აზიის განვითარების ბანკი (ADB).

3.    მსოფლიო ბანკის ჯგუფი (WBG).

ა) საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA);

ბ) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD);

გ) საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC);

დ) მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტო (MIGA).

4.  ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

5.  ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB).

6.  საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF).

7. სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა სკანდინავიის ხუთი ქვეყნის (დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი) მიერ.

8.  შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB).

9.  უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია