„საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-01-15
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-16
სარეგისტრაციო კოდი
300280020.10.003.018386
„საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №2

2015 წლის 15 იანვარი

ქ.თბილისი

 

„საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე­20 მუხლის მე­4 პუნქტის   შესაბამისად, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/08/2013, 300280020.10.003.017381) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების  მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური  შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე­4 მუხლის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მემორანდუმით დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა -  საქართველოს მთავარობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით.“.

2.  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მემორანდუმით დადგენილ ვადაში და პირობებით ელექ­ტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეად­გენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საუ­რავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთ­ხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშ­ნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - საქართველოს მთავრობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია