|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №42 დადგენილებას „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 27/11/2014, 010250020.35.161.016196), საფუძვლებში დაემატოს საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №42 დადგენილების მე-12 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დოკუმენტაციის შერჩევა; ბ) სავალდებულო ტესტირება; გ) გასაუბრება.“ 3. მე-14 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. კონკურსის ეტაპი – სავალდებულო ტესტირება 1. სავალდებულო ტესტირებაზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ეტაპი (კანდიდატთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა). 2. სავალდებულო ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და სხვა კრიტერიუმები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის,თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით. 3. სავალდებულო ტესტირებაზე დადებითი შეფასების მისაღებად, კანდიდატმა უნდა გადალახოს დადგენილი მინიმალური ზღვარი.“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 03.02.15 წ. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|