|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის საქართველოს კანონის (N1016-Iს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს: |
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქართული სპორტის მუზეუმის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულება; |
2.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის №851 ბრძანებულება; |
3.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 ნოემბრის №617 ბრძანებულება; |
4.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულება. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2014 წლის 27 ნოემბრიდან. |
|