„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის და აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-15
სარეგისტრაციო კოდი
010260000.35.140.016152
„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის და აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2015 წლის 12 იანვარი

დ. ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის და აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის  გამგეობის კონტროლის და  აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 05 სექტემბრის №29 დადგენილებაში (ვებგვერდი, 11/09/2014,  ს/კოდი 010260000.35.140.016116) და ცვლილება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. დადგენილების სათაური

  ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის  გამგეობის კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი:

,,მუხლი 1. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლის და შიდა აუდიტის  სამსახურის   დებულება დანართის შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. სამსახურს აქვს ტიტულიანი ფურცელი და მრგვალი ბეჭედი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე

კრებსითი — სრული ვერსია