„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2601
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018394
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2 601

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის № 2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის № 2492 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2014 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) და „რეგიონალური განვითარების პროექტი I (კახეთი) (მსოფლიო ბანკი)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 05) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2015 წელს - შესაბამისი წლის ბიუჯეტით, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში .“.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია