„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2491
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018356
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2491

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი), „მესტიის აეროპორტის განვითარებისათვის განსახორციელებელი დამატებითი სამუშაოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 ოქტომბრის №1984 განკარგულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებისათვის საჭირო ღონისძიებები დაასრულოს 2015 წელს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება 2013 – 2015 წლებში განხორციელდეს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია