„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის №1052 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2492
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018355
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის №1052 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2492

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის №1052 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის №1052 განკარგულებაში და №2 დანართის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი საჩინო

35241 კვ.მ

47.08.38.032“;

 

ბ) 39-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 პუნქტი:

„40

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი საჩინო

19175 კვ.მ

47.08.38.033

სულ 1184827 კვ.მ“.

 

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია