„საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 ოქტომბრის N1421 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2507
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018388
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 ოქტომბრის N1421 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2507

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 ოქტომბრის № 1421 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 ოქტომბრის № 1421 განკარგულებაში და:

1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“.

2. განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციისა და აღჭურვილო­ბი­სა­თვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების, საქონლის ან/და მომსახუ­რე­ბის, ასევე შესაბამისი ავეჯის/ავეჯეულობისა და ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია