„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 82-ე კმ-ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2508
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018347
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 82-ე კმ-ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2508

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 82-ე კმ-ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 82-ე კმ-ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №121 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2014-2015 წლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 82-ე კმ-ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება ორ ეტაპად:

 ა.ა) პირველ ეტაპზე - საყრდენი კედლის პირველი იარუსის აღდგენისა და მიწის ვაკისის მდგრადობის შესანარჩუნებლად, გადაუდებელი სამუშაოები;

 ა.ბ) მეორე ეტაპზე - საყრდენი კედლის მეორე იარუსის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოები;“;

 ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 „3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2015 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია