საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „Data Collection Limited (ROMDAS)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2538
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018331
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „Data Collection Limited (ROMDAS)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2538

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „Data Collection Limited (ROMDAS)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „Data Collection Limited (ROMDAS)“–ს შორის გზების მართვის სისტემის მოწყობილობა ლოტი – I-ის (უსწორმასწორობა, გეომეტრია და მონაცემთა ვიდეოლოგირების სისტემა) და ლოტი – II-ის (სატრანსპორტო მოძრაობის დამთვლელი და მოცურების რეზისტენტობის გასაზომი მოწყობილობა) თაობაზე გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

პრემიერ-მინისტრი                                       ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია