„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის №1714 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2539
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018335
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის №1714 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2539

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის № 1714 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის № 1714 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2015 წელს , ქ. თბილისში გასამართი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 16 000 000 (თექვსმეტი მილიონი) ლარი, სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო შპს „სპორტმშენსერვისის“ (ს/ნ 204878542) კაპიტალის გაზრდის მიზნით.“ .

პრემიერ -მინისტრი                                   ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია