„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ოქტომბრის №1856 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2544
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018325
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ოქტომბრის №1856 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2544

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ოქტომბრის №1856 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ოქტომბრის №1856 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2014 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო  2015 წელს - შესაბამისი წლის ბიუჯეტით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ;“.     

პრემიერ-მინისტრი                                      ი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია