საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2552
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018318
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2552

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) 2015 წელს უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ინგირი-შამგონას საავტომობილო გზის, სოფელ შამგონას ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის, სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების განხორციელება.

2. დეპარტამენტმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული, 2015 წელს განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია