საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავარიული მომსახურებისა და გადაყვანის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2463
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018312
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავარიული მომსახურებისა და გადაყვანის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2463

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავარიული მომსახურებისა და გადაყვანის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-მა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორებით მომსახურების სერვისის სრულყოფის მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავარიული მომსახურებისა და გადაყვანის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია