„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“(უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2410
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018291
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“(უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2410

2014 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის “ (უცხოური საწარმოს ფილიალი)  უძრავი  ქონების  უსასყიდლო  აღნაგობის   უფლებით  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ №205011609) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება .

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს აღნაგობის საგნის  მიწისზედა  საშუალების  (დგუშის მიმღები-გამშვები სადგური) მშენებლობის  და  შემდგომი ექსპლუატაციის     მიზნით  გამოყენება.

3.  ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                ი. ღარიბაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია