„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-05
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-09
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.107.016160
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2015 წლის 5 იანვარი

დ. ჩხოროწყუ

 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016134) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. გამგეობის  სტრუქტურული  ერთეული

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის გამგეობის სამსახური, რომელებიც შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებენ გამგებლის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს;

2. სტრუქტურული ერთეული საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად;

3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის,  სივრცითი   მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური;

ე) კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და   ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახური;

ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ზ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა  და მობილიზაციის  სამსახური.

ი) შიდა აუდიტის სამსახური.

5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს  დამტკიცების მიზნით“.

მუხლი 2
ეს  დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 10 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა

კრებსითი — სრული ვერსია