|
„ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ამოღებულ იქნეს ,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 08/08/2014; 010250050.35.174.016009) დამტკიცებული დებულებიდან მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი - სახანძრო დაცვის სამსახური. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 10 იანვრიდან. |
|