„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესასებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1747
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-15
სარეგისტრაციო კოდი
310.130.000.05.001.001.898
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესასებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

       მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) მობილური კომუნიკაციის საშუალება – ნებისმიერი ხელსაწყო, რომლის საშუალებით შესაძლებელია უწყვეტი სატელეფონო საუბრის წარმოება ორ ან ორზე მეტ ფიზიკურ პირს შორის ან/და ტექსტური ინფორმაციის გადაცემა და მიღება;“.

2. მე-20 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა ავტომაგისტრალზე, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის და ქალაქების ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზებისა;“;

ბ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სატრანსპორტო საშუალების მართვისას ისარგებლოს მობილური კომუნიკაციის საშუალებით, აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი აქვს სატრანსპორტო საშუალების საჭესა და სიჩქარეთა გადამრთველზე;“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 15 ოქტომბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1747– რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია