,,განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 14 თებერვლის N447 ბრძანებაში (ვებგვერდი,21/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016187) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სამუშაო გამოცდილება - აუცილებელია მუშაობის ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;“
|