„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20-110
მიმღები ორგანო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2018-02-09
სარეგისტრაციო კოდი
330060000.35.101.016090
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 09.02.18 №12-29)

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20-110

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის,  საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი” 24-მუხლის მეორე პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის N14-78  გადაწყვეტილება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“;
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად  გათვალისწინებული  თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი

მუხლი 1
1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი” (შემდგომში – წესი) აწესრიგებს:  შესაბამისი წლის თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს;

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანოებთან განისაზღვრება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, ქალაქ თბილისის შესაბამისი რაიონის გამგეობისთვის (შემდგომში – გამგეობა) განცხადებით მიმართვის უფლება აქვს გამგეობაში აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ამხანაგობა). ამხანაგობის თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა შესაბამის რაიონის გამგეობას წარუდგენს მომდევნო წლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათს (ფორმა №1), ხოლო ყოველი კვარტლის ბოლო თვის  15 რიცხვამდე მიმდინარე კვარტლის განახლებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათს (ფორმა №1).  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათების და ამხანაგობის თავმჯდომარეების მიერ გაწეული მუშაობის (აქტივობის და სხვადასხვა ინიციატივების) საფუძველზე გამგეობა უფლებამოსილია გამგეობის სხდომაზე მიიღოს ამხანაგობის თავმჯდომარის წახალისების დახმარების სახით გადაწყვეტილება, რომელიც გაიცემა ყოველ კვარტალში ერთხელ.

4. (ამოღებულია - 06.04.15 №7-29).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №7-29 - ვებგვერდი, 08.04.2015 წ,

მუხლი 2
1. განცხადება მიიღება ყოველი თვის 1-დან 10 რიცხვის ჩათვლით.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:

     ა) შესაბამისი გამგეობის დასახელებას;

     ბ) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;

     გ) პრობლემის არსს, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტული პრობლემების მიმოხილვას, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;

     დ) ბიუჯეტს, რომელშიც უნდა იქნეს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები და რომელიც  უნდა ეფუძნებოდეს მომსახურე მეწარმე სუბიექტის მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვას;

     ე) მომსახურე მეწარმე სუბიექტის დასახელებას, რომელიც შეასრულებს განცხადებით გათვალისწინებულ სამუშაოებს;

     ვ) ამხანაგობის წევრთა 2/3-ის სახელსა და გვარს, ხელმოწერებს, ბინისა და ტელეფონის ნომრებს;

     ზ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სრულდება მრავალბინიანი სახლის ერთ სადარბაზოში, ამხანაგობას შეუძლია, „ვ” ქვეპუნქტის ნაცვლად, წარადგინოს ამ სადარბაზოს ამხანაგობის წევრთა სახელი და გვარი, ხელმოწერები, ბინისა და ტელეფონის ნომრები.

3. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს განცხადებაში, შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების შემთხვევაში - 20%;

ბ) შენობის ქანობიანი სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 20%;

გ) ლიფტის შეკეთების შემთხვევაში - 20%;

დ) შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების შემთხვევაში - 15%;

ე) სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების შემთხვევაში – 20%;

ვ) ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენის და/ან სადარბაზოს კარების დამზადების და მონტაჟის შემთხვევაში - 20%;

ზ) ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირების (წითელ ხაზებში მოქცევა) შემთხვევაში - 40%;

თ) პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები , რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით 

დამზადებული მთლიანისექციური კონსტრუქციებით ) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის შემთხვევაში - 20%;

ი) ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის შემთხვევაში - 20%;

კ) სადარბაზოს შიდა და სადარბაზოს შესასვლელის გადახურვის სარემონტო სამუშაოები, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული თაღების რემონტის შემთხვევაში - 20%;

ლ) საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენის შემთხვევაში – 20%;

მ) სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟების შემთხვევაში – 10%;

ნ) არაუმეტეს სამსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების შემთხვევაში - 10%;

ო) ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობების ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრების შემთხვევაში, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს - 10%“;

პ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ინდივიდუალური ბინების შესასვლელებიდან გეოთერმული ცხელი წყლის საზომი სისტემის თითოეულ ბინაში საბოლოო მოხმარების წერტილებთან დაკავშირების შემთხვევაში – 10%”;

ჟ) ე.წ. ,,თბილისურ ეზოებში“ საერთო სარგებლობის აივნების აღდგენის შემთხვევაში - 20%;

რ) ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის შემთხვევაში – 50%. ამასთან, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანამონაწილეობის წილი არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს;

 ს) სადარბაზოს შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიოსისტემის ე.წ. ,,დომოფონის" დამონტაჟების შემთხვევაში – 50%;

ტ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების, სპეციალური ამწეების და ლიფტების მონტაჟი - 1%;

31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით და მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვებს, დეფექტურ აქტებს, საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზას, მიმდინარე სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამუშაოზე) და შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურებას (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამუშაოზე) განახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული ორგანიზაცია. შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

32. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„ტ“ ქვეპუნქტების და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრე წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებულ 70 000 ან 70 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრს, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილს 100%-ით დაფარავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობა. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილის განსასაზღვრად ამხანაგობის მიერ გაწეული ხარჯი თანაბრად ნაწილდება ყველა მესაკუთრეზე.

4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

     ა) გამგეობის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი;

     ბ) ამხანაგობის მიერ შერჩეული, მეწარმე სუბიექტის მიერ მომზადებული დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის დედანი;

     გ) 100 000 (ასი ათასი) ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოების წარმოებისას შემსრულებელი მეწარმე სუბიექტის არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

     დ) 100 000 (ასი ათასი) ლარზე ნაკლების ღირებულების სამუშაოების წარმოებისას შემსრულებელი მეწარმე სუბიექტის არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

     ე) კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა სამუშაოების ჩატარების თაობაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2-6 - ვებგვერდი, 06.02.2015 წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №7-29 - ვებგვერდი, 08.04.2015 წ,

მუხლი 3
1. წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობის გამაგრების სამუშაოები მოიცავს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებას, სადაც ამხანაგობის თანამონაწილეობის წილი შეადგენს- 10%.

2. სამუშაოს, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისად განხორციელებას ზედამხედველობას უწევს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ავტორი. ამხანაგობა ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ გამგეობას წარუდგინოს შესაბამისობის შესახებ დასკვნა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2-6 - ვებგვერდი, 06.02.2015 წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №7-29 - ვებგვერდი, 08.04.2015 წ,

მუხლი 4. ამოღებულია
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2-6 - ვებგვერდი, 06.02.2015 წ.

მუხლი 5
1. გამგეობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღრიცხავს ამხანაგობების მიერ შემოტანილ განცხადებებს და განიხილავს მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან.

 2. გამგეობა ვალდებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:

ა) შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია;

ბ) თუ შესასრულებელი სამუშაო უკვე შესრულებულია პროგრამის ფარგლებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა;

გ) თუ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი შედგენილია დარღვევით, რაც დადასტურებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული ორგანიზაციის საექსპერტო დასკვნით და ამხანაგობა უარს აცხადებს მის კორექტირებაზე;

დ) ამოიწურა გასაცემი თანხების ლიმიტი;

ე) თუ შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების აუცილებლობა;

ვ) თუ დარღვეულია ამ წესის მოთხოვნები.

4. განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება:

ა) სახურავის შესაკეთებელ სამუშაოებს;

ბ) შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს;

გ) შენობის მდგრადობის აუცილებლობიდან გამომდინარე, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების სამუშაოებს;

დ) პანელოვან შენობებში სართულშუა ნაპრალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს;

ე) ლიფტის შეკეთების სამუშაოებს.

5. ის პრიორიტეტი, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის მე-4 პუნქტში და რომელსაც, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შეიძლება სხვა წარმოდგენილ განცხადებებში უპირატესობა მიენიჭოს, განისაზღვროს შესაბამისი რაიონის გამგებლის სამართლებრივი აქტით, რაიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №7-29 - ვებგვერდი, 08.04.2015 წ,

მუხლი 6
1. ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში, თვითონ გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის მეწარმე სუბიექტთან, რომელიც განახორციელებს განცხადებით გათვალისწინებულ სამუშაოებს.

2. ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში, გამგეობას წარუდგინოს:

ა) მეწარმე სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულების დედანი;

ბ) ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის, ავანსის სახით, გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის დედანი/ასლი.

21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო ქვითრის ნაცვლად, ამხანაგობამ შესაძლოა წარადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება იმ ამხანაგობის მიერ მოთხოვნილი სამუშაოების თანადაფინანსების თაობაზე, რომლის წევრებიც არიან  დევნილები და რომელთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამხანაგობა არ არის უფლებამოსილი, განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ შეცვალოს შემსრულებელი მეწარმე სუბიექტი.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2  და 21 პუნქტების დარღვევა გამოიწვევს განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამხანაგობის თავმჯდომარის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნული დარღვევის მიზეზს შესაბამისი მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი მიიჩნევს საპატიოდ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2-6 - ვებგვერდი, 06.02.2015 წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №7-29 - ვებგვერდი, 08.04.2015 წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის დადგენილება №1-1 - ვებგვერდი, 20.01.2016 წ.

 
მუხლი 7
1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და 21  პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გამგეობა დებს ხელშეკრულებას ამხანაგობასთან, მისთვის გადასაცემი თანხის განკარგვისა და შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების  შესახებ.

2. ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით, გამგეობაში წარადგინოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეული ორგანიზაციის მიერ დადასტურებული, შესრულებული სამუშაოს თაობაზე ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში, რის საფუძველზეც გამგეობა ახორციელებს საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს გამგეობაში, სამუშაოს დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

 4. ამხანაგობა პასუხისმგებელია, მის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის შესაბამისობაზე ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან.

 5. თუ მეწარმე სუბიექტი დაარღვევს ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (სამუშაოს დასრულების ვადა, გარანტია და სხვ.), გამგეობას უფლება ეძლევა შემდგომში არ დააკმაყოფილოს ამხანაგობის ის განცხადება, რომელსაც საფუძვლად ედება ზემოაღნიშნული მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილი  დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2-6 - ვებგვერდი, 06.02.2015 წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №7-29 - ვებგვერდი, 08.04.2015 წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის დადგენილება №1-1 - ვებგვერდი, 20.01.2016 წ.

მუხლი 8
1. ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ამხანაგობის აღრიცხვაზე დასადგომად გამგეობას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:

ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;

ბ) „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;

 გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი;

 დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;

 ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი,;

 ვ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ;

 ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს.

2. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს შესაბამისი რაიონის გამგებლის თანხმობას.  

3. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის, ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს შესაბამისი რაიონის გამგებლის თანხმობას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2-6 - ვებგვერდი, 06.02.2015 წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №7-29 - ვებგვერდი, 08.04.2015 წ.

მუხლი 9
1. ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს:

     ა) ამხანაგობის მისამართი;

ბ) ამხანაგობის სახელი;

გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო;

დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი;

ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა;

ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა;

ზ) დღის წესრიგი;

თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა;

ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა;

კ) გადაწყვეტილება;

    ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.

     2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.

მუხლი 10
   1. გამგეობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე, გამგეობა გასცემს აღრიცხვის ფურცელს.

     2. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:

ა) აღრიცხვის ნომერს;

ბ) აღრიცხვის თარიღს;

გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;

დ) ამხანაგობის დასახელებას;

ე) ამხანაგობის მისამართს.

მუხლი 11
1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, გამგეობას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:

     ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;

     ბ) „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;

     გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;

     დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;

     ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.

     2. გამგეობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

 

მუხლი 12
1. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:

     ა) წინამდებარე წესის მე-8 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების გამგეობაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;

     ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 

მუხლი 13
1. ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:

     ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;

     ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;

     გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;

     დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;

     ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 14
  ამხანაგობის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამხანაგობას წარმოადგენს მისი ნებისმიერი წევრი, თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
მუხლი 15
ამხანაგობის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, გაეცნოს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 16. გარდამავალი დებულება
1. წინამდებარე წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ცვლილების ამოქმედებამდე პროგრამის ფარგლებში მომზადებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზას განახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული ორგანიზაცია შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების სამუშაოების თაობაზე განცხადების განხილვის დროს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის დადგენილება №7-29 - ვებგვერდი, 08.04.2015 წ.



კრებსითი — სრული ვერსია