„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1741
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-11
სარეგისტრაციო კოდი
010.110.000.04.001.001.893
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 42. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით განცხადების განხილვაზე დაუსაბუთებელი უარის, შუამდგომლობათა განხილვის ვადების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი მოქმედებებისათვის თანამდებობის პირები პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1741 –რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია