„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1739
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-11
სარეგისტრაციო კოდი
010.180.000.04.001.001.891
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1.

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №14, 12.06.96, გვ. 10) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც 5 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1739-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია