„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის #638 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 01/12/2014, 010170000.10.003.018258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის“ (დანართი №1):
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. AP არის დაკორექტირებული ფასი, რომელიც გამოითვლება პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე და განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.“.
2. მე-7 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. კომისია შემდგომი ეტაპისათვის ახდენს იმ ლოტების იდენტიფიცირებას, რომლებსაც აქვთ დაკორექტირებული ფასის (AP) ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, და ახდენს შესაბამისი საკონკურსო წინადადებების ღირებულების (შემოთავაზებული ფასი x მთლიანი ლოტის საცხოვრებელი ფართი) დაჯამებას.“.
|