გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №30 დადგენილებაში „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
49
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-31
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.148.016247
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №30 დადგენილებაში „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №49

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 16/10/2014; 200230000.35.148.016228) ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
  1. დადგენილების მე-2 მუხლიდან ამოღებული იქნეს სიტყვები: „და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 2 აგვისტოდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“

  1.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „მუხლი 6.  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის გამოსაყენებელი ტყის მიწების ქონების გადასახადის    განაკვეთი ჰექტარზე  დადგინდეს  კატეგორიების მიხედვით: 

        ა) სახნავი-82 ლარი

        ბ) სათიბი- 20 ლარი

         გ) საძოვარი-16 ლარი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია