„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის N3 დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. სესხის უზრუნველყოფის სახეობებს წარმოადგენს:
-
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული, ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
-
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
-
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული, ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
-
კომერციული ბანკის სასესხო აქტივები.
მუხლი 2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ შეიძლება დაადგენოს ეროვნული ბანკისათვის მისაღები კრიტერიუმები, პირობები და გადაჭრის კოეფიციენტები სესხის უზრუნველყოფის თითოეული სახეობების მიხედვით.“.
|