„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის 84-ე მუხლის:
1. მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,51. იმ პირზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელსაც 2012 წლის 1 იანვრდან 2014 წლის 1 აგვისტომდე, ამავე საანგარიშო პერიოდ(ებ)ზე საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას), 2014 წლის 1 აგვისტოდან ჩაითვალოს რეგისტრაციიდან მოხსნილად.“.
3. 52 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|