„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1710
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-04
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.001.881
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

     „მუხლი 391. სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება

1. მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს პარლამენტის წევრთათვის და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 17 ივნისი.

№1710-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია