„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2993-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-30
სარეგისტრაციო კოდი
290000000.05.001.017591
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) მე-19 მუხლის:

    ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. სამსახურთან  იქმნება საკონსულტაციო ფუნქციების  მქონე სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 7 წევრისაგან. მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2 ექსპერტი არასამთავრობო სექტორიდან.“;

    ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

  „31. სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.“;

    გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც 5 წლის ვადით, სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.“;

    დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 დეკემბერი 2014 წ.

N2993-რს

კრებსითი — სრული ვერსია