„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
729
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-30
სარეგისტრაციო კოდი
300380010.10.003.018348
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №729

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში (სსმ, 30/12/2005 წ., №153) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  პირველი  პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 2014 წლის 1 იანვრიდან - 2016  წლის 1 იანვრამდე:

დ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;

დ.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს  200 მგ/კგ;

დ.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

დ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%;“.

2. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) 2016 წლის 1 იანვრიდან:

ე.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;

ე.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 150 მგ/კგ;

ე.გ) სიმკვრივე 150C – არაუმეტეს  845 კგ/მ3;

ე.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია