„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
396
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-30
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016699
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №396

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებით (ვებგვერდი, 02/08/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016432)  დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების“ (დანართი №1):

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 133 პუნქტი:

,,133. თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული კანონმდებლობით დადგენილ   ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს ან არ უზრუნველყოფს ქონების გატანას კანონმდებლობით დადგენილ ან/და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში, ინტერნეტაუქციონი გამოცხადდება იმავე პირობებით, რა პირობებითაც გამოცხადებული იყო  წინა აუქციონი.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

,,15. თუ აუქციონში გამარჯვებული სააგენტოს მიერ დადგენილ   ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს ან არ უზრუნველყოფს ქონების გატანას კანონმდებლობით დადგენილ ან/და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში, საჯარო აუქციონი გამოცხადდება იმავე პირობებით, რა პირობებითაც გამოცხადებული იყო  წინა აუქციონი.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:

ა) აუქციონში გამარჯვებულმა კანონმდებლობით დადგენილ ან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ  ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური;

ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

გ) აუქციონში გამარჯვებულმა კანონმდებლობით დადგენილ ან/და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში არ უზრუნველყო ქონების გატანა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია