შეტანილ იქნას ცვლილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს N115 დადგენილებაში ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016090) და მე-6-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს, ასევე გამგეობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, ამტკიცებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წესდებას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებს“.
|