„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ნოემბრის N56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
64
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.104.016210
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ნოემბრის N56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №64

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  20/11/2014,  სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.104.016202) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე“;

ბ) დადგენილების პრეამბულა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია

კრებსითი — სრული ვერსია