„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3159
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-01
სარეგისტრაციო კოდი
010.250.030.05.001.002.275
„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №179(2879), 17 ივლისი, 1998 წელი) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს პროკურატურის, კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შტატით გათვალისწინებული თანამდებობა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3159–Iს

კრებსითი — სრული ვერსია