„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
44
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-26
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.153.016249
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №44

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 ოქტომბრის №32 დადგენილებაში „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კერძოდ   დადგენილების  დანართი №1-ის მე-16 მუხლის  მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,პუნქტი 4“ - „კომისიამ  გასაუბრების შედეგების შესაფასებლად  შესაძლებელია გამოიყენოს  დანართი №2-ში მოცემული შეფასების სქემა“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი

კრებსითი — სრული ვერსია