„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
701
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-26
სარეგისტრაციო კოდი
360090000.10.003.018321
„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №701

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში (სსმ, №172, 31.12.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დროებით სადგომზე განთავსებული სატრანსპორტო სა­შუა­ლება/საქონელი შემოსაზღვრულ უნდა იქნეს სპეციალური დამ­ცავი ბარიერით ან ლენტით, საზღვრები მარკირებულ უნდა იქ­ნეს რადიოაქტიურობის გამაფრთხილებელი ნიშნებით და იმყოფე­ბოდეს დაცვის ქვეშ. ზონა უნდა იყოს შემოფარგლული იმგვარად, რომ მის გარეთ რადიაციული ფონი არ უნდა აღემატებოდეს ბუნებრივ რადიაციულ ფონს და შეძლებისდაგვარად, განთავსე­ბულ უნდა იყოს აქტიური სამოქმედო ტერიტორიიდან მოშორებით. საჭიროების შემთხვევაში, შემმოწმებელი ჯგუფი უფლებამოსილია, მოითხოვოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გან­თავსება ნებისმიერ ახლომდებარე ტერიტორიაზე ან საწყობში, მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით.

12. განგაშის დადასტურების შესახებ ინფორმაციას ცგს-ის ოპერატორი დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურს და ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას.“.

მუხლი 2
       დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 10 იანვრიდან.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია