„შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2015 წლის მაისის თვეში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოს და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ოქტომბრის №1904 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2362
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018248
„შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2015 წლის მაისის თვეში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოს და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ოქტომბრის №1904 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2362

2014 წლის 19 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 „შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2015 წლის მაისის თვეში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოს და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ოქტომბრის №1904 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

      საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2015 წლის მაისის თვეში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოს და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ოქტომბრის №1904 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების - 2015 წლის მაისის თვეში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ქ. თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოს და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 2014-2015 წლების განმავლობაში, განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები მიმართონ სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე.“.

 

     პრემიერ-მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია