,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის N56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
73
მიმღები ორგანო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.165.016181
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის N56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №73

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

 

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №56 დადგენილებაში  (სსმ 21.11.2014, 010250050.35.165.016164) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსი:

ა)  უმაღლესი განათლება ბაკალავრი;

ბ) მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;

გ)  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;

დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.”.

2. დადგენილების  დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი:

ა)  განათლება საშუალო;

ბ)  უპირატესობა მიენიჭება სამუშო გამოცდილებას;

გ)  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულება;

დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.”

3. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების  სპეციალისტი:

ა)  განათლება საშუალო;

ბ)  უპირატესობა მიენიჭება სამუშო გამოცდილებას;

გ)  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულება;

დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულება;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 5 დეკემბრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული

კრებსითი — სრული ვერსია