„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
64
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.117.016242
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №64

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 17.07.2014წ; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016186) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულებაში“  შევიდეს შემდეგი  ცვლილებები:
ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის  შესაბამისად განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ - გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების, გამგებლის წარმომადგენლების უფლებამოსილებებს და მათი მუშაობის ორგანიზებას.“;

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებული იქნეს;
გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ლ“ ქვეპუნქტი:

 „ე.ლ) გამგებლის წარმომადგენლის წინადადების საფუძველზე ადასტურებს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე  საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.“;

დ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და გამგებლის წარმომადგენლებისაგან.“;

ე) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამგებელს  წარუდგენს ინფორმაციას, მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის შესახებ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი

კრებსითი — სრული ვერსია