,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
149
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-19
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.10.003.000.790
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №149

2007 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს დამატებები და:

ა) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს უშუალოდ წარადგენენ: მთავრობის წევრი, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, მთავრობის კანცელარიის უფროსი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის კანცელარიის ქვედანაყოფის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი.“;

ბ) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მთავრობის საჯარო სხდომას განსახილველი საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება ესწრებოდნენ საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები (საქართველოს მთავრობის პრესსამსახურთან შეთანხმებით).“;

გ) 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კანონპროექტის სახით საკანონმდებლო წინადადების (შემდგომში – კანონპროექტის) მომზადებისა და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს მინისტრებს, სახელმწიფო მინისტრებს, სახელმწიფო რწუნებულებს – გუბერნატორებს, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ პროცესის კოორდინაციას ახორციელებენ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შესაბამისი ქვედანაყოფის მეშვეობით) და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია