„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №821 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2333
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018211
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №821 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2333

2014 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №821 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №821 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთს“ (ს/კ 241582756).“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოში მდებარე ბუნებრივი აირის მილსადენზე არსებული გაზიფიცირებული აბონენტების გაზმომარაგების მიზნით, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.“;

გ) განკარგულებას დაემატოს დანართი თანდართული რედაქციით.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია