საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2322
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018238
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2322

2014 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილზე არსებული ეკოლოგიური საფრთხეების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გამოუყოს 65 490 (სამოცდახუთი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია