„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №1503 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2320
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018236
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №1503 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2320

2014 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №1503 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №1503 განკარგულებაში და განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერისათვის – 108 000 (ას რვა ათასი) ლარი;

ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გამართული ფუნქციონირებისათვის – 117 000 (ას ჩვიდმეტი ათასი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია