საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი წარმოგიდგენთ 2014 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის შესაბამისად , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ,, ინფორმაციის თავისუფლების ” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა / არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით , წარმოგიდგენთ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის ანგარიშს :
ა ) თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე შემოვიდა 6 მოთხოვნა . საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა . თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული .
ბ ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 6 მოთხოვნა . არცერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა .
გ ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა .
საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავების , შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა .
პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა .
დ ) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა .
ე ) თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს , შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები .
ვ ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის ,, ზ ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ , რომ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა .
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა . აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე .
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის შესაბამისად , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ,, ინფორმაციის თავისუფლების ” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე 2014 წლის ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის სახით :
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 6 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან , აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების , მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 |
ლია ბაზერაშვილი